|
2021-11-19 13:28:36, 835 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომმარეობის გამო. უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართვლოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. უკრაინა მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის, გადაიყვანოს მულტიპროფიულ სამედიცინო დაწესებულებაში. უკრაინა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის უკრაინაში დაბრუნებას", - ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)