|
2021-11-17 16:45:57, 1287 ნახვა
რეგიონი
სასურსათო ამანათები შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის დახმარების კამპანია გრძელდება
სასურსათო ამანათები შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების კამპანიას აგრძელებს. საქველმოქმედო ღონისძიებები, რომელიც ერთობლივი კოორდინაციის ფარგლებში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დარიგებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დახმარებას ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150 ოჯახი მიიღებს. შეჭირვებულ ოჯახები დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და მერიის თანამშრომლებმა პირადად მოინახულეს და აღნიშნული დახმარება გადასცეს. ამანათების მზადების პროცესს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ნინო ლომიძესთან და ელენე ბეგიაშვილთან ერთად გაეცნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის პერიოდში მხარის მუნიციპალიტეტებისა და სამცხე- ჯავახეთის განვითარების ცენტრის აქტიურ თანამშრომლობაზე და ერთობლივ სოციალურ პროექტებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)