|
2021-11-16 17:22:56, 632 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - შიმშილობის წინააღმდეგი ვარ, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, სახიფათოა სიცოცხლის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება
შიმშილობის წინააღმდეგი იმიტომ ვარ მე, ეს ყველამ იცის საჯაროდ, რომ ასეთი რეჟიმების პირობებში, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, სახიფათოა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ასეთ მდგომაროებაში ჩაყენება, როცა გონივრული ან რაციონალური ნაკლებად შეიძლება გვქონდეს მათგან. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანია მოახდინონ სასოწარკვეთა საზოგადოებაში და საზოგადოება არ აღმოჩნდეს მზად საშუალო ან გრძელვადიანი დაპისპირებისთვის. „ძალიან სარისკო ვითარებაა განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში. ზოგადად შიმშილობის წინააღმდეგი იმიტომ ვარ მე, ეს ყველამ იცის საჯაროდ, რომ ასეთი რეჟიმების პირობებში, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, სახიფათოა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ასეთ მდგომაროებაში ჩაყენება, როცა გონივრული ან რაციონალური ნაკლებად შეიძლება გვქონდეს მათგან. ეს ძალიან მაწუხებს, როგორც მოქალაქეს. თან მითუმეტეს, რასაც ვხედავთ დღეს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან არის მცდელობა პერნამენტულად ძალის დემონსტრირებისა, რომ მოახდინონ სასოწარკვეთა საზოგადოებაში და საზოგადოება არ აღმოჩნდეს მზად საშუალო ან გრძელვადიანი დაპისპირებისთვის. ეს ამოცანა აქვთ მათ ახლა.სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ მიკვირს, რადგან ივანიშვილის და მისი გარემოცვის ამოცანა ის არის, რომ ამ სიტუაციის ისარგებლონ. როცა ბრაზი განსაკუთრებით იზრდება და საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ სწრაფად შეიცვალოს ვითარება, პირიქით მოახდინონ დემონსტრირება. გლდანში გადაყვანაც, ეს ამაზრზენი ნაბიჯი, კრიმინალებთან კოორდინირებულად პრეზიდენტის დამცირება, რეალურად ჩვენი ქვეყნის დამცირება, როგორც ისინი მოიქცნენ, სწორედ ამ მიზანს ესმახურება. რომც გაბრაზდეს ხალხი, მათ შორის, მათი ზომიერი მომხრეებიც კი, როგორც ვიცი ისინი კი აღშფოთდნენ, ამ შემთხვევაშიც მათი ამოცანაა, რომ ჩვენ ასე ცუდად ვიქცევით, ამას არაფერი არ მოყვება და ამიტომ თქვენ უნდა შეეგუოთ ამ რეჟიმს გრძელვადიანად. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ დავუშვათ და ვიყოთ მზად იმდენი ხანი წინააღმდეგობისთვის, რამდენი ხანიც დასჭირდება, ოღონდ ფრთხილად ვიყოთ, რომ სწრაფი შედეგის მოლოდინი არ შევქმნათ, რომელსაც მერე მოჰყვება იმედგაცრუება. ამ პროცესში იმიტომ არის შიმშილობა სახიფათო, რომ შეიძლება ეს პროცესი გაიწელოს და საფრთხე ექმნება ადამიანიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“- განაცხადა ბოკერიამ
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)