|
2021-11-16 10:52:28, 1211 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის აშენება იგეგმება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება იგეგმება. შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს კოლეჯის კონცეფცია გააცნეს, შემდგომ კი მხარეებმა ერთობლივად ის მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სასწავლებლის აშენება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლექჯის აშენება იგეგმება და ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ. კოლეჯი ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ და შრომის ბაზარზე კონკურენტურანიანი კადრები გახდნენ. პროფესიული განათლების განვითარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტი თავის წვლილსაც აუცილებლად შეიტანს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)