22:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 10:26:21, 825 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე „EnoExpo 2021“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „EnoExpo 2021" წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის ის ღვინოები,  რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე არ იყიდება.

გამოფენის ფარგლებში, მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები,  სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციას გამომცემლობის ,,Vinisfera" ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება, რომელთა მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნის კიდევ უფრო მეტად გაზრდის ხელშწყობაა.

ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მლნ-მდე  ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 20% შეადგინა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics