22:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 16:40:54, 802 ნახვა

ეკონომიკა
მესტია-ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება

10 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება.-ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების“ გაერთიანება ა ავრცელებს.

მათი ცნობით, რეისები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L 410-ით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოთხშაბათობით მოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უკან გაფრენა მესტიის მიმართლებით 13:30 საათზე შესრულდება.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, შესაძლოა მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს.

,,მოგეხსენებათ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი თანდათან იტვირთება. უკვე გვაქვს 23 ევროპული და აზიური მიმართულება. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ისტორიული მიმართულება ქუთაისი-მესტია აღდგეს. ეს იყო, როგორც ადგილობრივი ტურისტული სექტორის მოთხოვნა, ისე სურვილი ჩვენი მგზავრების მხრიდან. ეს მიმართულება განსაკუთრებით კარგად იტვირთებოდა პოლონელი მოგზაურებით. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტში პოლონეთის 5 მიმართულებით ხორციელდება ამჟამად პირდაპირი ფრენები. იმედი გვაქვს, რომ ამ რეისის დატვირთულობა მაღალი იქნება. ბილეთის ღირებულება კვლავ უცვლელი, 50 ლარი რჩება,-''განაცხადა თამარ არჩუაძემ.

„შიდა ფრენების მიმართულებით პირდაპირი რეისები პანდემიის დაწყების დროს გაუქმდა და ეტაპობრივად განახლდა. ტრადიციულად მესტია-ქუთაისის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობდნენ.“- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics