16:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 12:45:54, 1290 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის სენატი ქვეყნის პრეზიდენტისთვის პანდემიასთან ბრძოლისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს

ბრაზილის სენატის საგამოძიებო კომიტეტი პრეზიდენტ  ჟაირ ბოლსონაროსთვის კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალის წაყენებას ითხოვს. 

გავრცელებული ანაგრიშის მიხედვით, სენტატი ბოლსონაროსთვის ბრალის წაყენებას მკვლელობისა და გენოციდისთვის ითხოვდა. თუმცა სენატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ამ ბრალდებებზე უარი ეთქვათ.

"ბოლსონარომ უარი თქვა შესაძლებლობებზე, ბრაზილიას ადრეულ ეტაპზე მიეღო კორონავირუსის ვაქცინის დოზები, რამაც ბრაზილიის ვაქცინაციის პროგრამა შეანელა, რისი შედეგიც დაახლოებით 95 000 ადამიანის სიკვდილი იყო." - წერია სენატის ანგარიშში.

ამასთან, ანაგრიშის თანახმად, ბოლსონაროს გარდა დანაშაული 77 პირმა და ორმა კომპანიამ ჩაიდინა.

სენატორმა რენან კალჰეიროსი ამბობს რომ, ბოლსონარო ისტორიაში შევა, როგორც არაადამიანობის ყველაზე დაბალი დონე.
 
ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შემდეგ ბრაზილიაში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  პანდემიასთან არაეფექტიანი გამკლავებისთვის პრეზიდენტ ბოლსონაროს აქტიურად აკრიტიკებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics