|
2021-10-30 20:29:27, 721 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: წინასწარი მონაცემებით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ - ყველას გილოცავთ გამარჯვებას!
მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ოფისთან მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კახი კალაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს გამარჯვება მიულოცა. „ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასებო! მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მადლობა ჩვენს ხალხს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს. ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ახლა რა თქმა უნდა, მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მე მინდა კახა კალაძეს გამარჯვება მივულოცო. ასევე, ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს მინდა გამარჯვება მივულოცო. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)