00:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 09:47:49, 562 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომას

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს, აპირებს გახდეს ცუდად, იმისთვის რომ მხარდამჭერებში ემოციები აღძრას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს სააკაშვილმა, ამას არანაირი წარმატება არ ექნება.

„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს, აპირებს გახდეს ცუდად, იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს სააკაშვილმა, ამას არ ექნება არანაირი წარმატება. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ, ამის გამო, მან უნდა კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანოის. ის არის სამარცხვინო კაცი“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics