|
2021-10-29 18:41:46, 546 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხვალ თქვენ გადაწყვეტთ აღსრულდება თუ არა ჩემთვის ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი განაჩენი
ხვალ თქვენ გადაწყვეტთ ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება , რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშბლოს.- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მორიგ მიმართვაში აცხადებს, რომელიც მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა. სააკაშვილის თქმით, მის მიმართ ირთვევა ყველა სამართლებრივი ნორმა, არ აძლევენ საატელეფონო საუბრის უფლებას და სასამართლოშიც არ იბარებენ. „რატომ ვშიმშლობ, იმიტომ რომ ჩემი ხმა ჩამიხშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით, ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, იმიტომ, რომ სასამართლოში არ მივყავართ უკვე ერთი თვეა. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება, იმიტომ, რომ არ არის დაცული არცერთი სამართლებრივი ნორმა, თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და ყველას დაერევაო, სინამდვილეში ჩამოვედი უხმაუროდ თავი ავარიდე პროვოკაციას და უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყვარს და არ მინდა ვინმეს რამე დაუშავედს. ბოლო ორი დღეა ორი ადამინი საუბრობდა ჩემზე, ღარიბაშვილმა თქვა უნდა მოკვდესო თვითმკვლელობის გზით ან კრიმინალებთან გადაყვანითო და მეორე ჩემთან იყო მეუფე გრიგოლი, რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა და მან ჟურნალისტებს უთხრა, სამშობლო უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვენი პირადი ბოღმა და ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო. მეუფე გრიგოლთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როდესაც ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალბით აღვადგინეთ და ცალკე თეატრი ავაშენეთ, რა თქმა უნდა ამჯერად არ მსურს არცერთი თანამდებობა ან პოსტი ხვალ თქვენ გადაწყვეტთ ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება , რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშობლოს. თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკდები , რა გადაწყვეტლებაც არ უნდა მიიღოთ მაინც მეყვარებით , მიყვარს ჩემი სამშობლო, ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მტელი თვე.“- წერს სააკაშვილი.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)