19:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 13:57:22, 786 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ კიბერთაღლითობის პრევენციის მიზნით ინფორმაციას ავრცელებს

გვსურს, მომხმარებლები გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.- ამის სესახებ ინფორმაციას "თიბისი" ბანკი ავრცელებს.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და  სთხოვენ  ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.

გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს.  საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიკავშირდით კონტაქტ ცენტრის (032 2 27 27 27) ან ინტერნეტმობაილბანკის საშუალებით.

საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ინფორმირებულნი არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები,  რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითების მხრიდან ბანკის ნომრის გამოყენებით მომხმარებლებთან დაკავშირება.

გარდა ამისა, თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით სარგებლობა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ  შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობის შემთხვევები." - წერია "თიბისი ბანკის" განცხაებაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics