|
2021-10-27 18:12:20, 566 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის დედა - ძალიან გამიკრვირდა ის, რომ ადამიანს შეუზღუდეს ფაქტობრივად თავის ადვოკატებთან შეხვედრა
ძალიან გამიკრვირდა ის , რომ ადამიანს შეუზღუდეს ფაქტობრივად თავის ადვოკატებთან შეხვედრა და ეს სრულიად არანომრალური ამბავია, ამის გამო მან პასუხად უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დამხარებაზე - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ადვოკატთან შეხვედრა უნდა იყოს კონფიდენციალური და ამ პირობებში ეს ვერ ხერხდება. „მადლობელი ვარ რომ მომეცა საშუალება მენახა , მაგრამ ძალიან გამიკრვირდა ის , რომ ადამიანს შეუზღუდეს ფაქტობრივად თავის ადვოკატებთან შეხვედრა და ეს სრულიად არანომრალური ამბავია, ამის გამო მან პასუხად უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დამხარებაზე. მე როცა შევხვდი შუაში გვქონდა ფანჯარა, როგორც მივხვდი ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ადვოკატებთან , ასე არ შეიძლება. ადვოკათთან ურთიერთობა და საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური და ეს როგორ უნდა მოხერხდეს?“- განაცხადა გიული ალასანიამ. მან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარებაზეც ისაუბრა,მისი თქმით, სააკაშვილი წინა შეხვედრასთან შედარებით გახდა. „ჯანმრთელობის მდგომაროებას მე ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ არ არის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ წინა შეხვედრასთან შედარებით გამხდარია , თუმცა მხნედ არის და იმედიანად. „- განაცხადა მან იგი მიხეილ სააკაშვილის, სამოქალაქო საავადმყოფოში გადასვლის ფაქტზეც განმარტავს, რომ კონსილიუმი თავად ხელისუფლების მიერ შეიქმნა და მათი რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინათ. „ძალიან უცნაურად მეჩვენა მე ეს, კონსოლიუმისთვის შერჩეული ექიმები , მე რამდენადაც ვიცი კარგი პროფესონალები არიან , თან მათი შერჩეულები და მათ რეკომენდაციას დაპირება იყო რომ ყველანაირად დაეყრდნობოდნენ და მიყვებოდნენ და ჩვენ რა დავინახეთ? ესეც აღმოჩნდა მიუღებელი მათთვის“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ. მიხეილ სააკაშვილის დედა, უკარინელი ჟურნალისტის ქვეყნიდან დეპორტაციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით ეს, ძალიან დიდი შეცდომა იყო. „დღეს რამდენადაც გავიგეთ , გორდონი მთელი თავისი ოჯახით მიაბრუნეს კიევში, ეს არის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩემი შვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში გორდონს ვიცნობდი, როოგორც ჟურნლისტს და ვეცნობოდ მის ინტერვიუებს , მე მგონი ძალიან დიდი შეცდომა იყო“-განაცხადა გიული ალასანიამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)