|
2021-10-27 12:43:03, 609 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობის“ მედიას ვთხოვ, ნუ დასცინით ხალხს, თავი დაანებეთ მათ დევნას, ბულინგს
გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ხალხის დევნას, ბულინგს, ნუ დასცინით ამ ხალხს, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არც ერთი ადამიანი არ იქნება თავისუფლების მოედანზე, ვინც თავისი ნებით არ უერთდება „ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციას. „მე გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ხალხის დევნას, ბულინგს, ნუ დასცინით ამ ხალხს. ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, სადღაც, რომელიღაც რაიონში წააწყდით და სადმე მიდიხართო ჰკითხეთ და აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი საქციელი. გუშინ რაღაც პროფესიებზე დაიწყეთ ხუმრობა და ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახით, შემდეგ სიპი-სა და აიპების თანამშრომლებს უკრძალავთ აქციაზე ჩამოსვლას თუ ისინი შვებულებაში არიან მაინც, ნუ აკეთებთ ამას, ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ერთი დღე იქნება, როცა თქვენც შეხედავთ დღევანდელი დღიდან გამომდინარეც, მათ შორის, რომ არ შეიძლება ბოროტებისა და სიცრუის მხარეს დგომა", – განაცხადა მდინარაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)