|
2021-10-27 01:06:37, 901 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი საქართველოში არ შემოუშვეს
ენმ-ს წევრის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან, უკრაინაში გააბრუნეს. სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი არის რუსლან ჩერნოლუცკი და ევგენი გრუშოვეცი არიან, ორივე ადვოკატი 2017-18 წლებში უკრაინაში მესამე პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა. ადვოკატი ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ განუმარტავთ. ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცმა თქვა, რომ რომ მან დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს. "არგუმენტები არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, წარმოედგინათ წერილობითი არგუმენტი, რატომ არ მიშვებდნენ. ტესტის პასუხი და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი მქონდა. მე ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი - ვუთხარი, სად ვიცხოვრებდი, რას გავაკეთებდი. აბსოლუტურად უარგუმენტოდ არ შემომიშვეს. ვუთხარი, ვისთან მოვდიოდი, მოგვიანებით დოკუმენტიც ვაჩვენე, ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიმუშავებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მესაზღვრეებმა ჩემი პასპორტი ეკიპაჟის კაპიტანს მისცეს და ახლა პასპორტიც არ მაქვს". - თქვა მან. ადვოკატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გაავრცელა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)