|
2021-10-26 15:41:11, 965 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოტაკი - შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა
საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არ ასრულებს მისივე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს. „ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც შეიყვანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განაცხადეს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს შეასრულებდნენ ზედმიწევნით. ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და ამ ჩარევის რესურსი მე-12 დაწესებულებაში არ არსებობს. დაადგინეს კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა, სადაც უნდა მოთავსდეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, ახლა საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)