|
2021-10-25 20:27:57, 586 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, ეს არის „ქართული ოცნება“
მადლობა ჩვენს გონიერ და ბრძენ ხალხს, მათ იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ხაშურში არჩევნების პირველი ტური მოიგო, მეორე ტურის ჩატარება ობიექტური მიზეზების გამო გახდა საჭირო და „ქართული ოცნების" კანდიდატი მეორე ტურსაც დამაჯერებლად მოიგებს. „ხაშურში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელიც რა თქმა უნდა, მეორე ტურში გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, პირველი ტური ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ხმები გაიყო აქ და მეორე ტური გაიმართება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს ძლიერად, დიდი სხვაობით. მისი კონკურენტი რა თქმა უნდა, არის მოძალადე სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ნული პერსპექტივა აქვს ამ ადამიანს, „ნაცმოძრაობას" ყველა მუნიციპალიტეტში ნული შანსი აქვს იმისა, რომ რაიმე სირთულეები შექმნან ადგილზე. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ აფასებს ვითარებას და მადლობა ჩვენს გონიერ და ბრძენ ხალხს. მათ იციან, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუძს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება". ეს არის ჰუმანური, დემოკრატიული ძალა, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ხალხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)