16:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 14:58:49, 1196 ნახვა

მსოფლიო
ვილნიუსის მერია და პოლიცია განიხილავს, უნდა იყოს თუ არა ქვეითთა გადასასვლელები ლგბტ დროშის ფერებში მოხატული

ლიტვის დედაქალაქ, ვილნიუსში პოლიცია და ქალაქის მერია ერთმანეთს დაუპირისპირდა, ისინი განიხილავენ უნდა იყოს თუ არა  ქვეითთა გასასავლელი  ლგბტ დროშის ფერებში მოხატული.- ინფორმაციას  “Euronews”-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქის საკრებულოს სურს შეინარჩუნოს ნახატები, რათა მათ, ამით  ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების მიმართ  მხარდასაჭერა გამოხატონ, მაგრამ პოლიცია ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესებს.

„აღნიშნული გადასასვლელი ასახავს ვილნიუსის, როგორც ტოლერანტული ქალაქის პოზიციას და ფერადი ელემენტები გადასასვლელზე არ აფერხებს და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს”, - თქვა პაულიუს ვაიტკენასმა, ვილნიუსის საქალაქო საბჭოს კომუნიკაციების სპეციალისტმა.

მისი განმარტებით ,მსგავსი სიმბოლოები, რომლებიც ასახავს ცისარტყელას ფერებს, გავრცელებულია ქუჩებში მთელს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

პოლიცია „Euronews“-ისთვის გაგზავნილ ვრცელ პასუხში ამტკიცებდა, რომ მსგავის მოხატულობა არ შეესაბამებოდა ლიტვის რამდენიმე კანონსა და რეგულაციას.

„ქუჩებზექვეითთა გადასასვლელები უნდა იყოს „გზებსა და ქუჩებზე ქვეითთა გადასასვლელების წესების“ შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია ლიტვის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მიერ 2020 წელს“, - თქვა იულია სამოროკოვსკაიამ, ვილნიუსის ოლქის უფროსის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

პილიმოს ქუჩაზე გადასასვლელი პირველად ლგბტ ფერებში 2018 წელს შეიღება. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ორი პირი დააჯარიმეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics