19:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 19:32:28, 1015 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა.

"მოგესალმები ბატონო მიშა, თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით, თქვენ იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა, ისე როგორც ყოველთვის ასრულებდით მას.

თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით, ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ასევე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი ვიდეო და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა.

მირდატმა თქვა და ვეთანხმები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი",- თქვა გიორგი კირთაძემ.

30 ოქტომბერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი კირთაძე ბათუმის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად იბრძოლებს. პირველ ტურში კირთაძეს მხარი ამომრჩეველთა 41.97%-მა დაუჭირა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს – 41.08%-მა. აჭარაში მეორე ტური ასევე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics