|
2021-10-23 17:42:34, 719 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, დაზარალდება მოსახლეობა
თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ნაცმოძრაობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაღდათის მერობის კანდიდატ კახა ენუქიძესთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს საბოტაჟისთვის. „ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითები 2012-14 წლებში, როგორ იყენებდა მერის პოზიციებს, გამგებლის მაშინდელ პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა" საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. „საუკეთესო" მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა ქალაქში და მთელი თანხები, რაც განკუთვნილი იყო თბილისისთვის, პრაქტიკულად მიმართა საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს ნაცმოძრაობა, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი. ისინი მუდმივად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საბოტაჟი განახორციელონ, ამის არავითარი შანსი აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ როგორც თვითმმართველობის არჩევნები, ისე ე.წ. რეფერენდუმი. ამის საშუალება მცირედი დოზითაც კი არ უნდა მივცეთ მათ არც ადგილობრივ დონეზე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ბაღდათში იყო ბოლო შეხვედრა დასავლეთ საქართველოში პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან. „ბაღდათში ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს კახა ენუქიძის სახით, რომელსაც ძალიან მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოეგო, თუმცა, დარწმუნებული ვართ მეორე ტურში მის გამარჯვებაში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)