|
2021-10-22 17:56:16, 737 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ხალხი მსოფლიოს დაანახებს, რომ იმსახურებს თავისუფლებას და დემოკრატიას
ქართველი ხალხი მსოფლიოს დაანახებს, რომ იმსახურებს თავისუფლებას და დემოკრატიას" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ციხიდან გავრცელებულ მორგ მიმართვაში ისაუბრა. როგორც ექსპრეზიდენტი წერს, მისი პატიმრობა პოლიტიკურად არის მოტივირებული, სწორედ ამიტომ შიმშლობს ის. იგი ასევე ახსენებს, 14 ოქტომბერს მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მარავალ ათასიან აქციას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემეგ გამართულ აქციებს შორის უდიდეს უწოდებს. „ახალმა მთავრობამ გამასამართლა ბრალდებით, რომელსაც არც ინტერპოლი და არც მსოფლიოს სხვა ქვეყანა არ აღიარებს, ამიტომ გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი საქართველოში, სადაც გარდაუვალი დაკავების წინაშე დავდექი.“-წერს სააკაშვილი. სააკაშვილი, საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და იხსენებს რა გზა გაიარა ქვეყანამ მისი მმართველობიდან „ქართული ოცნების“ მმართველობამდე. იგი მიმართვის ბოლოს აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას და ეს გასულო კვირებში დაამტკიცა. „აბა რა დარჩა ჩემს მხარდამჭერებს, როდესაც სასამართლო სისტემა მთლიანად დაიპყრობილია ოლიგარქის მიერ? პრემიერი ახალ ბრალდებებს აყენებს?!, მხოლოდ ქუჩის აქციები .ქართველი ხალხი მსოფლიოს დაანახებს, რომ იმსახურებს თავისუფლებას და დემოკრატიას. მთავარი კითხვა ბოლო დროს ის იყო, სურს თუ არა ქართველ ხალხს იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, სურს თუ არა თავისუფალი იყოს. გასულ კვირამ დაამტკიცა, რომ ჩვენ, ქართველებს, თავისუფლები გვინდა ვიყოთ." - წერს სააკაშვილი.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)