|
2021-10-22 17:32:00, 852 ნახვა
პოლიტიკა
ლიზა იასკო - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად რთულდება, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მეუღლე ლიზა იასკო ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. როგორც სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე საფრთის ქვეშაა, რაც მისივე თქმით, ძალიან საშიშია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია უკრაინული მხარის პოზიცია და იგეგმება თუ არა სააკაშვილის კიევში ექსტრადირება, იასკო აცხადებს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის მხარესთან და ხორციელდება მონიტორინგი. „ჩვენ გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი მიხეილ სააკაშვილი. ჩემი ამოცანაა, გვერდში დავუდგე მას და გადავცე უკრაინული მხარის მხარდაჭერა, მას უკრაინა გვერდში უდგას. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივად კონტაქტზე უკრაინულ მხარესთან, ვახორციელებთ მონიტორინგს და ძალიან გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკრაინაში, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე დაკავებულია აქ, საქართველოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ეს ძალიან საშიშია. 22-ე დღეა შიმშილობს, ყველა შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად რთულდება, მე მეშინია, რომ შემდეგ ჯერზე, როცა შევხვდებით, არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში იქნება“, - განაცხადა ლიზა იასკომ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)