16:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 16:23:05, 1107 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო უკრაინის ზოგ რეგიონში სკოლები დაიხურა

უკრაინაში, კორონვირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით გარკვეულ რეგიონებში სკოლები დახურა.  -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დედაქალაქ კიევში სკოლები ორი კვირით დაიხურა,  სხვა „წითელ ზონის რაიონებში“ კი  სკოლებს უფლება ექნებათ გაიხსნას  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მასწავლებელი იქნება აცრილი.

ინფექცირების შემთხვევების მატება ჯერ კიდევ ზაფხულში შეინიშნებოდა. ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით 614 ადამიანი გარდიცვალა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, უკრაინამ აცრები სავალდებულო გახადა ზოგიერთი სახელმწიფო სასმახურში მომუშავე თანამშრომლებისთვის, როგორიცაა მასწავლებლები. დააწესა არავაქცინირებულთათვის   შეზღუდვები რესტორნებში შესავლაზე , სპორტულ,კულტურულ  და სხვა საჯარო ღონისძიებებზე.

უკრაინის 41 მილიონი მოსახლიდან ჯერჯერობით მხოლოდ 6,8 მილიონია სრულად ვაქცინირებული.

უკრაინამ  ვაქცინის დაახლოებით 25 მილიონი დოზა მიიღო  და ელოდება დამატებით 16 მილიონს წლის ბოლომდე,

პანდემის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ინფექციების რიცხვი 2.72 მილიონია, ხოლო

63 003 დაღუპული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics