|
2015-02-03 11:15:39, 1653 ნახვა
სამართალი
ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, უკვე მრავალი წელია სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებას ითხოვენ. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. მათივე ცნობით, ვინაიდან, სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება - მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება სააგენტოს დებულება გასაჯაროვდეს. დებულება უკვე საჯაროა და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში. შსს აგრძელებს მუშაობას, რათა უახლოეს პერიოდში სხვა ქვედანაყოფების დებულებებიც გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)