|
2021-10-22 11:12:06, 408 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა ძალიან დიდი სირცხვილია
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის წევრებთან, ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში განუცხადა. პრემიერის შეფასებით, გასაგებია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხობში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული და „ქართული ოცნების" კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. „ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, მჩაგვრელ და ბოროტ ძალას პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის", სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ. ასე, რომ მინდა, ხობის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)