22:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 17:36:03, 884 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და ქვეყნის ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა იანეს კოპაჩმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი. - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იანეს კოპაჩს და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას რეფორმის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, რეფორმის მიმდინარეობას საქართველოში პანდემიით განსაზღვრული რეგულაციებმაც ვერ შეუშალა, რაც მის პრიორიტეტულობას მიანიშნებს. 

"თავის მხრივ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობას, მასში ბაზრის მონაწილე კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელზეც რეფორმის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული. 

ითქვა, რომ საქართველომ შემჭიდროებულ ვადებში შეძლო, მიეღო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც შესაძლებელია ენერგეტიკული რესურსების ღია და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება - განვითარებაც. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის უწყვეტ ენერგომომარაგებას და უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას."- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics