|
2021-10-21 13:57:10, 667 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციის გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაცმოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული
კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ. კოალიციური მთავრობის იდეა შეაფასა და მას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა. „ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ; ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, ვერც რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ ყველას გვაწუხებს, პასუხი მაქსიმალურად გაეცეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვთ და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს. „სასაცილოა, ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს, ესენი იქნებიან თანამდებობებზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობად „ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, „გუშინდელი კოალიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და შეერთებული".
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)