22:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 13:16:38, 782 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
 
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული.

ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი - დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.
 
„ძალიან საამაყოა, რომ კლინიკის ამოქმედებასა და ფუნქციონირების დაწყებაში თავისი წვლილი შეიტანა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში", რომლის თანადაფინანსების შედეგად კლინიკამ საჭირო დანადგარები შეიძინა.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, თუმცა იგეგმება მათი  700-მდე გაზრდა. გარდა ამისა, კლინიკა მოემსახურება არა მარტო ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მზად არის რეგიონის პაციენტებსაც მოემსახუროს, რაც დამატებითი შენატანი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენასა და სწრაფ ზრდაში. ასევე ეს იქნება ირიბი შენატანი პერსპექტიული დარგის - სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყანაში სწორედ ასეთი ულტრათანამედროვე კლინიკების  შექმნით განვითარდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics