|
2021-10-21 10:03:38, 527 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში კოალიციურ მმართველობას მხარს უჭერს. მისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. სააკაშვილი წერს, რომ მისი ციხიდან დახსნის ერთადერთი გზა 30 ოქტომბრის არჩევნებია. "მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს "ოცნების" რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. ამისათვის უმნიშვნელოვანესია, ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოქალაქეებმაც და არჩევნებში დავამარცხოთ ქართული ოცნების რეჟიმი და დავიცვათ არჩევნების შედეგი. მივესალმები ხალხზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის მთავარ ოპოზიციურ გზავნილად ქცევას. მივესალმები ამ გზავნილების კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ჩვენს გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა სწორედ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის. ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ". - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)