16:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 15:02:39, 655 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვხედავთ და ველით, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება

აშშ მუდმივად, დამოუკიდებლობის დღიდან უჭერდა მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გზაზე, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ მუდამ ხედავს და ელის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება და აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდება.

„საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა დღეს, გვქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გვეხილა და გვესაუბრა მათთან. აშშ დამოუკიდებლობის დღიდან, მუდმივად მხარს უჭერდა დემოკრატიის გზაზე საქართველოს ძალისხმევას, მუდამ ვხედავთ და ველით, რომ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენ გამოვხატეთ რწმენა საქართველოს მიმართ, რომ გააუმჯობესებს ამ მიმართულებას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics