16:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 11:22:41, 652 ნახვა

პოლიტიკა
TI - საარჩევნო დავებზე ჩვენი არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დააკმაყოფილეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მათი მიერ წარმოებული საარჩევნო დავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამასთანავე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არც ერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს. 

„მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics