16:16 - 28 Jul, 2026
|
2021-10-18 11:07:07, 799 ნახვა
პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის აშკარა ინტერესის ნიშანია
ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმენეთში აშშ-ს შავი ზღვის რაიონში ინტერესის აშკარა სიგნალია. „ეს არის დიდებული ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რეგიონის მიმართ ინტერესი აქვს“, - წერს ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)