16:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 14:05:02, 790 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები რუსთავის მე-12 ციხესთან აქციას მართავენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იკრიბებიან.

საპროტესტო აქციზე შეკრებილნი არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ამასთანავე  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები.

ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ცოცხები და აცხადებენ, რომ ეს არის „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიმბოლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics