|
2021-10-15 15:52:56, 835 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროსაბჭოს მიმართა
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის მოადგილე მალგოჟატა გოშიევსკა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება, მისი განცხადებით, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა, ევროსაპჭოს მიმართეს, რათა დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული ზომები სააკაშვილის გასათავისუფლებლად. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი," - წერს მალგოჟატა გოშიევსკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 15 დღეა შიმშილობს.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)