|
2015-02-03 10:50:40, 1533 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ოქროს გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სადახლო“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 დან 5 წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)