|
2021-10-14 19:34:49, 854 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა სააკაშვილზე - დღეს არ აცადეს ხინკლის ჭამა, აუცილებლად შეჭამს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!
ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იყოს უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი. „ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს და შენ სიმართლეს იტყვი, დაამტკიცებ. ეს ნიშნავს, რომ გვინდა თავისუფალი არჩევნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ მოუსმენენ, სულში არავის ჩაუძვრებიან, ოჯახს არ წაუბილწავენ, აღსარებას არ მოუსმენენ და არ დააშანტაჟებენ. დიახ, ასეთი საქართველო გვინდა. თუ რამე თავიდან ვერ, ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, ამავე დროს დიდი გამარჯვების დასაწყისი. პატიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ! გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლება, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა უგულავამ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)