|
2021-10-12 10:27:00, 541 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და საზღვარგარეთ გასატანი ღირებულება ჩვენი კულტურაა
პრეზიდენტმა ვენაში ვიზიტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცნობილმა მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, საოპერო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ექიმებმა და სამედიცინო სექტორში მოღვაწე მეცნიერებმა პრეზიდენტს ის საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოში აღნიშნული მიმართულებების განვითარებას და პროგრესს გამოიწვევს. ვენაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით კარგი იქნება, თუკი საელჩოსთან თანამშრომლობით ვენაში შეიქმნება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას. „ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და გარეთ გასატანი ღირებულება - ჩვენი კულტურაა. ამ მხრივ ნებისმიერ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, იმდენის გაკეთება, რაც თითოეულ თქვენგანს თავისი ნიჭითა და შრომით შეუძლია. დღეს თავისუფლების დროა და ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს წარმატება თქვენია, თუმცა ის სახელმწიფოსიცაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ახალი მიმართულებების შექმნასა და დაფინანსებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურის ევროკავშრის მოქალაქეების სწავლის საფასურთან გათანაბრების საკითხს, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს ახალგარზდა ელჩმა მარიამ რურუამ დასვა და აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისათვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუკი ეს საკითხი მოგვარდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თემა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებში განიხილება. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი უკვე განიხილა ბრიუსელში დავიდ სასოლისთან შეხვედრისას და იგეგემება, რომ ეს თემა გადაიჭრას ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით. პრეზიდენტმა საჩუქრად ხელოვანებს სანოტო წიგნები გადასცა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)