|
2021-10-11 17:39:58, 774 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილს ხვდება
მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა ერთი რამ არის ცხადი, დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური მოტივით- ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, იგი ყოფილ პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდება. როგორც სამადაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა სახელმწიფო. „მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა ერთი რამ არის ცხადი, დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური მოტივით. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს არჩევნები რომ წააგო მთავრობა გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას" და შესაბამისად გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას გზა გაეგრძელებინა დასავლეთისკენ . დღეს „ქართული ოცნება" პოლიტიკური დევნით მათ შორის სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირში და ნატოში. სააკაშვილის პატიმრობა არ არის , რა თქმა უნდა, მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო.“-განაცხადა სამადაშვილმა. სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრემიერმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა და რომ ექსპრეზიდენტი საერთოდ არ შიმშილობს. „ჩემი აზრით ეს არის უკიდურეს უზნეობა, პატიმარზე, ადამიანზე, რომელიც არის დატუსაღებული ასე საუბარი და ასეთივე უზნეობად მიმაჩნია მცდელობა, რომ შეიტანონ განხეთქილება იმ ურთიერთობებში, რომელიც ამ პატიმარს აქვს თავის თანაპარტიელებთან, ეს არის „ქართული ოცნების ხელწერა, რომელიც მუშაობს პირდაპირ რუსეთის მეთოდებით.“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)