06:57 - 31 Jul, 2026
|
2021-10-11 12:04:41, 414 ნახვა
საზოგადოება
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშები დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშები დაეშვა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა. 9 დაიღუპული პირიდან 3 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოშია მოთავსებული 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ, თუმცა სტაბილურად აფასებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ტრაგედიის შედეგად დაშავებულ პირს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)