|
2021-10-09 16:00:34, 1282 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა დიმიტრი მურატოვს ნობელის პრემიის მიღება მიულოცა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიულოცა "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორ დიმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს მარია რესს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება. ამის შესახებ, შეტყობინება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ”მსოფლიოს მრავალი ჟურნალისტის მსგავსად, რესა და მურატოვი შეუპოვრად და უშიშრად მისდევდნენ ფაქტებს. ისინი მუშაობდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესამოწმებლად, კორუფციის გამოსავლენად და გამჭვირვალობის მოთხოვნით “, - განაცხადა ბაიდენმა. მან დასძინა, რომ რესა და მურატოვმა შექმნეს დამოუკიდებელი მედია საშუალებები და დაიცვეს ისინი მათგან, ვინც ცდილობდა მათ გაჩუმებას. ”თავისუფალი პრესის ძირითადი პრინციპების დაცვისთვის - პრინციპები, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის - მათ შეექმნათ მუდმივი მუქარა, შევიწროება და დაშინება, სასამართლო პროცესები და მურატოვის შემთხვევაში კოლეგების სიკვდილიც კი”, - თქვა ბაიდენმა. 2021 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებს მარია რესას და დმიტრი მურატოვს გადაეცათ. "მარია რესას და დმიტრი მურატოვს სიტყვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული სამყაროს არსებობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის, დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია გადაეცემათ". – წერია ნობელის პრემიის გამცემი კომიტეტის განცხადებაში. დმიტრი მურატოვი რუსი ჟურნალისტი, რედაქტორი და ტელეწამყვანია. 1995 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა გამოცემა Новая газета-ს. 2004 წლიდან არის დემოკრატიული პარტიის Яблоко-ს წევრი.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)