11:54 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 17:12:48, 915 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - საქართველო იქნება უფრო ძლიერი იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება

საქართველო შეიძლება იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება, თუ სასამართლო და კანონის უზენაესობა განიხილება, როგორც პატივისცემის ღირსი-  ამის შესახებ  საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა „Europetime“- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს საერშაშორის მისეების დასკვბნებს არჩევნებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ კმაყოფილია იმ ცვლილეებით, რომელიც საარჩევნო კოდექსში იქნა შეტანილია.

კოლასი, ჟურნალიტებზე გახშირებულ თავდასხმებსაც ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს მათი უსაფრთხოების პრობლემების გამო.

„როგორც ვთქვით, „ევროკავშირიდან“ ჩემი კოლეგა ელჩებთან ერთად, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, დამკვირვებლებს ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ შეიქმნა სრულფასოვანი საერთაშორისო საარჩევნო მისია და  ვუჭერთ მხარს მის დასკვნებს. ამ განცხადებაში ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვქონდა რეკომენდებული, აუმჯობესებდა საკანონმდებლო ბაზას, რაც კარგია.

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს გადაუდებელ დამატებით ძალისხმევას, როგორც მეორე ტურის წინ, ასევე მის შემდეგ.

ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება, განსაკუთრებით ჟურნალისტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც არ შეიძლება იყოს ჯანსაღი დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო. მე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის მნიშვნელობა, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და კანონის უზენაესობის მტკიცე ვალდებულებისა.
ჩემი აზრით, დღევანდელი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას საქართველო, საქართველო შეიძლება იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება, თუ სასამართლო და კანონის უზენაესობა ფართოდ განიხილება როგორც პატივისცემის ღირსი ”, - თქვა დიეგო კოლასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics