|
2021-10-05 10:28:44, 741 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის - პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ უკრაინის პოზიციას
მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენთან წერილში აღნიშნა. სააკაშვილის განცხადებით, ის პუტინის პირადი პატიმარია. "ძალიან მადლიერი ვარ თქვენი განცხადების, რომელიც არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა. საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა - ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით. ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად. პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)