10:47 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 18:32:16, 688 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე გამოვაცხადე შიმშილობა და უარს ვამბობ უგონო მდგომარეობის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაზე

ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგ წერილში განაცხადა.

მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი აპირებს თავგანწირვით მაინც დავამტკიცოს, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.

"მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არცერთ შემთხვევაში სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.

თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი, - ნათქვამია წერილში, რომელიც საზოგადოებას ნიკა გვარამიამ გააცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics