08:24 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 20:25:22, 734 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა

ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა - ამის შესახებ, ცესკოს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"ელექტროენერგია, კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და შესაბამისად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე; რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს;  აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. 
კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში." - წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics