|
2021-09-30 11:56:49, 670 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე - თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ
ბავშვი არ დაბადებულა სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს. „არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დაანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია, არ ძალუძს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, ყველაზე მთვარი კულმინაციური მომენტი როცა იყო ივლისის, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)