|
2021-09-28 16:08:44, 730 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არ ცვლის ამოცანას, დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა-არ ჩამოსვლ არ ცვლის ეროვნულ ამოცანას, დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი. „ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ჩვენი გუნდისთვის და ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ან რას გააკეთებს, ჩამოვა, არ ჩამოვა, თუ როდის ჩამოვა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავამარცხოთ, ამ ორი ოქტომბრის ხმის გამოყენებით. ამიტომ ნებისმიერი სხვა საუბარი, ჩემი აზრით, ამ ფოკუსის დაკარგვაა ბოლო 5 დღის განმავლობაში“, -განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში კიევი-თბილისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2 ოქტობერს საქართველოში ბრუნდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)