21:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 15:47:04, 738 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ღონისძიება მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა.-ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრებმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვეს იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რომელიც სასტუმროების სექტორმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში აღმოუჩინა მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას. 

"კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში.

დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები (Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace; Moxy Tbilisi Cameron - McNeillie; Ibis Styles Tbilisi Center; Ambassadori Kachreti; Intourist Palace); პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები  (Ramada Encore Tbilisi; Holiday Inn; Holiday Inn Telavi; Savaneti Hotel; Kavkasia Hotel; Fortune Palace; Business Center Hotel Rustavi; L Plaza; Baadraan International (patrioti); Iveria Inn; Shine Palace; Cron Palace); პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები (Legend Tskaltubo Spa Resort; GTM Plaza).

ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების გარდა დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. მათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროები დააჯილდოვეს."-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics