|
2021-09-28 11:35:56, 679 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე - რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ
პრეიმერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე წავა ციხეში, რასაც ვერავინ ვერ აღუდგება წინ. მისივე თქმით, სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მოწოდებები, რომ ვინმე დაიცავს, არის სრული სიყალბე. „ეს კაცი უკვე 8 წელი აიმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ 2003 წელია. ნებისმიერ პროვოკაციებზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს. დაუშვათ ჩამოვიდა ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევი კანონის და სახელმწიფოს სახელით. სააკაშილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს და ის მოწოდებები, რომ გალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)