03:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 15:19:44, 644 ნახვა

პოლიტიკა
გახარიამ ნარკოდანაშაულის ბრალდებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" პროკურატურას განცხადებით მიმართა. 

საუბარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ, გიორგი გახარიასთვის წაყენებულ ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე.
საგამოძიებო უწყებაში განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს.

ბუჩუკურის განცხადებით, დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ცრუ დასმენაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

"ბოლო პერიოდში,  ჩვენ ვისმენთ განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის მხრიდან ბრალდებებს, ჩვენი გუნდის ლიდერისა და ჩვენი გუნდის მისამართით ნარკოტიკებთან დაკავშირებით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში და ვითხოვთ სწრაფ, ეფექტიან და გამჭირვალე გამოძიების ჩატარებას.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს ირაკლი კობახიძე და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში ცრუ დასმენაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ", - აცხადებს ბუჩუკური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics