21:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 14:34:35, 839 ნახვა

ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავებისთვის გაცემული სესხის თანხა, 500 000 ლარიდან 5 000 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები განხორცილდა, რომლითაც დაზუსტდა არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის გასაცემი კრედიტის თანხა. -ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებზე არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით  გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე,  500,000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა. 

„მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში  ხილის გადამმუშავებელი 8 საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სამრეწველო ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს -  ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.

26 სექტემბრის მონაცემებით, 3,700 ტონაზე მეტი სამრეწველო ვაშლი უკვე  გადამუშავებულია.“-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics