21:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 12:25:44, 728 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი კომპანია „ელ+"-ის საწარმოსა და შოურუმის გახსნას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი კომპანია „ელ+"-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო.

ნათია თურნავა პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობის პროცესს და  წარმოებულ  პროდუქციას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარს.

„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს საქმიანობის გაცნობის შემდეგ.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

კომპანია „ელ+" - მა პირველად საქართველოში, სახანძრო  უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება დაიწყო და განავითარა.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში", საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი, ევროპული სტანდარტები, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე  დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საწარმო ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს.  ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო.  აღსანიშნავია, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი წარმოებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი.  ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან  სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics